თამარ ლეკვეიშვილი: პოლიცია, ფაქტობრივად, სახლში შემომივარდა, ვერც მე და ვერც ჩემს ქმარს ვერ შეგვაშინებთ

თამარ ლეკვეიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მისი კუთვნილი სახლის წინ პოლიცია და შავ მაისურში გამოწყობილი უცნობი პირები, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში იდგნენ.

როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დახვდა სამსახურიდან მისულს კერძო სახლის კიბეებზე პოლიცია, რომელიც ლეკვეიშვილის განმარტებით, მასსა და მის ოჯახის წევრებს არ გამოუძახებიათ.

თამარ ლეკვეიშვილი ფაქტს დაშინების მცდელობად აფასებს და წერს, რომ ასეთი ქმედებებით მასზე ზეწოლას ვერ განახორციელებენ.

”ფაქტიურად, პატრული სახლში შემომივარდა. სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე-კიბეებზე (კერძო სახლია) თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც. გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს”, – წერს თამარ ლეკვეიშვილი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share