2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან და მოძრაობას, “კულტურა დემოკრატიისთვის” აფუძნებენ – როგორც ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია განმარტავს, ხელოვანების გაერთიანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას სწორედ კულტურის სფერო წარმოშობს.
სოფო კილასონიას ცნობით, 24 სექტემბერს, 18:00 საათზე, ფაბრიკის საკონფერენციო დარბაზში კულტურის სფეროს წარმომადგენლები ოპოზიციური პოლიტიკური კოალიციების ლიდერებს შეხვდებიან და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან პოლიტიკურ პროცესებში ხელოვანების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
”ხვალ, საღამოს 6 საათზე, ფაბრიკის საკონფერენციო სივრცეში გვაქვს შეხვედრა კულტურის სექტორის წარმომადგენლებს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების ლიდერებთან. ვინც არ იცის, რა პროცესში ვარ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, განვმარტავ, რომ ძალიან კრიზილუს პერიოდში ჩვენი სახელმწიფოსთვის პროტესტის, აქტივიზმის გარკვეული ეტაპები გავიარეთ და ყველა მოქალაქე, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და გარკვეული ჯგუფი საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიული პროცესის საყრდენი და ამაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია კულტურის სფეროს. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვეღარ გავექცეოდით, გარკვეული ღირებულებრივი შეთანხმება მოხდა და ჩამოყალიბდა ისეთი მოძრაობა, როგორიც არის “კულტურა დემოკრატიისთვის”. ეს პროცესი არ არის რომელიმე ორგანიზაციის დაფინასებული პროექტი”, – ამბობს სოფო კილასონია.