სახელმწიფო “შუშის კოლბიდან“ არ უნდა იმართებოდეს – ნიკა მელია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დამამცირებლად მიიჩნევს იმას, რომ ქვეყანა “შუშის კოლბიდან“ იმართება.

მელია არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს არის ისტორიული შანსი, როცა ერთი რიგითი კალენდარული დღე აგვარებს პრობლემებს.

”სახელმწიფო შუშის კოლბიდან არ უნდა იმარტებოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შუშის კოლბა და დადის, დამამცირებელია ეს ყვლაფერი. ჩვენ გვჭირდება განცდა, რომ ეს ქვეყანა და მოქალაქეები განვითარდებიან. 

ისტორიულია ის შანსი, რომელიც ამ წყება პრობლემებს, რომლებიც ჩამოვთავლეთ, აგვარებს ერთი რიგითი კალენდარული დღე, რომელიც ბუნებრივია, რიგითი ვეღარ არის. 

26 ოქტომბერს არა უბრალოდ გავიმარჯვებთ, არამედ ყველას პრობლემა მოგვარდება  “, – განაცხადა მელიამ “რეაქციაში“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share