საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა ქვეყანა გარდამტეხ პერიოდშია და მას სჯერა ქართველი ხალხის და მათი არჩევანის.
ზურაბიშვილი ხალხს ურჩევს, საკუთარ თავს კარგად შეხედონ და ისე გადაწყვიტონ, რა უნდათ სამომავლოდ.
”მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა ქართველი ხალხის და როცა იყო გადამწყვეტი მომენტი, დაწყებული ზვიადის პერიოდიდან, დამოუკიდებლობის აღდგენა. ვინ იფიქრებდა, რომ დღეს აქ ვიქნებოდით, დღეს ვართ ევროპული კარის წინ. მე მჯერა, რომ გარდამტეხ პერიოდზე ვართ. სარკის წინ საკუთარ თავს შევხედოთ და მივხვდეთ, რა გვინდა, გვინდა დავრჩეთ ასე? მარტო შიშის საკითხი ვერ იქნება, არ შეიძლება, სწორედ ეს არის აჯანყების და 26 მაისის მაგალითი“,- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა “რეაქციაში“.