„კრემლის პოლიტიკის ხელწერა გასტრონომიულ ბიზნესშიც ჩაერთო…“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი, გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელი და კულტურის კვლევების დოქტორი ესმა კუნჭულია რუსული კომპანია „იანდექსის“ საქმიანობას საქართველოში, რომელიც უკვე დიდი ხანია ქართულ ბაზარზე მონოპოლისტობას ცდილობს. „ნიუპოსტმა“ „იანდექსის“ საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი სტატია გამოაქვეყნა, მათ შორის ჩვენ დავუკავშირდით ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპანტი ქვეყნის კომპანიასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ასევე ვესაუბრეთ იანდექსში დასაქმებულ მძღოლებს, რომლებიც შრომის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
„იანდექსის“ საქმიანობას ესმა კუნჭულია ოკუპაციის კიდევ ერთხელ „გაპრავებას“ უწოდებს და „იანდექს კვების“ სარეკლამო ბანერზე ამახვილებს ყურადღებას:
„ფეისბუქზე ბევრგან შემხვდა..
ჩვენს აფხაზეთს – პიცა ფარავს..
ჩვენს სამაჩაბლოს ხინკალი;((((((((((((((((
არავის ეგონოს ეს დიზაინერის დიზაინია;((((
კულტურისა და მეხსიერების კვლევების სადოქტოროს 7 წელი შევალიე……….. ადამიანის ტვინი ნიშნებით აზროვნებს….
სიმბოლოები – იდეოლოგიააა…..
კრემლის პოლიტიკის ხელწერა გასტრონომიულ ბიზნესშიც ჩაერთო;((((((((((((((
იანდექსმა – ჯერ ბევრი ადამიანი „დაასაქმა“ და ახლა ოკუპაცია კიდევ ერთხელ „გააპრავა“!!!
ხმა ამოსაღებიააააა ხმაააა!
იანდექს ტაქსი ამ რუკას აგაღებინებთ აუცილებლად!“ – წერს ესმა კუნჭულია.