”მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული შემდგომი გადასადგმელი ნაბიჯები.
ჩვენ გვაქვს ქვეყნის გაერთიანების სურვილი ურთიერთშერიგებით, ურთიერთპატივისცემით. სხვანაირად შეუძლებელია. ამ განცხადების შემდეგ, ვნახეთ რადიკალური ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა. ყველაფერს გააკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ამ პროცესებს ხელი შეუშალონ, ამიტომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს 26 ოქტომბერს და ხმა მისცეს იმ გუნდს, რომელიცაა გარანტი იმისა, რომ შეინარჩუნებს მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ტერიტორიულ მთლიანობას”-