რუსებმა უკრაინას 30 სექტემბრის ღამეს 3 სხვადასხვა ტიპის რაკეტით, Shahed-ის ტიპის 73 დრონით შეუტიეს, თავდაცვის ძალებმა შეძლეს ერთი რაკეტის და 67 დრონის განადგურება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის დამცველებმა საზენიტო ბრძოლის შედეგად ერთი X-59/69 ტიპის მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 67 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კიევში, ჩერკასში, ვინიცაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, პოლტავაში, ჩერნიჰივში, სუმის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ნიკოლაევის ოლქებში“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
მათივე ინფორმაციით, ერთი დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, კიდევ 3 ადგილობრივად დაიკარგა ქვეყის ჩრდილოეთ ნაწილში.
„ერთი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო სივრცეში რჩება, მიმდინარეობს საბრძოლო სამუშაოები”, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში.