ომის და უბედურების შიშით გამოიკვებება ხალხი? – მიხეილ სააკაშვილი

რუსეთი არის ის ადგილი, სადაც მექრთამეები, ქურდები, ყაჩაღები მშვენივრად ხარობენ. რუსეთის გარდა ვერსად ვერ ხარბს ამ კატეგორიის ხალი და ჩვენი მთავრობა მთლიანად არის კრიმინალური, ამიტომ კრიმინალურ მაფიოზურ მთავრობას უნდა რუსეთში ყოფნა, იქ არის მათი ადგილი, იქ არის მათი სამოთხე. ეს არის ომით დაშინების პარტია, ქურდების და თაღლითების პარტია, რომელიც მიგვეტევება რუსეთისკენ – ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანა ბევრად უფრო კარგ მდგომარეობაში იყო 2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლება გადაირჩიეს, ვიდრე ახლა, 2024 წელს, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა.

 

„2012 წელს საქართველო ცხოვრობდა ბევრად უკეთესად, ვიდრე 2003 წელს, ამაში ეჭვი არავის არ შეაქვს მე მგონი, 2024 წელს საქართველო ცხოვრობს უფრო უარესად, ვიდრე 2024 წელს, ამაშიც არ ეპარებათ ეჭვი. მართალია წინა პროცესზე ჩემი ხმა ჩაახშეს, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მეოთხე წელს არ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში გაჭირვებული ხალხი, ამათ კი ხალხი დაამშიეს და ახლა ეს გაჭირვებულ ხალხს ეუბნებიან, რომ ახლა ომს და უბედურებას გპირდებითო. ომით და უბედურებით, უნდა დაგაშინონ და ომის და უბედურების შიშით გამოიკვებება ხალხი? ომის და უბედურების შიშით დამაგრდება ხალხი ამ ქვეყანაში? რას გვაშინებენ ამ ომით? ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჩვენ წავალთ ევროპაში და თუ ესენი ჩაგვეხსნებიან და რა თქმა უნდა ჩაგვისახლებიან, იქ არანაირ ომს ადგილი არ აქვს. ერთი და იგივე მეთოდებით მუშაობენ ენის. მოლდოვაში ჩემი მეგობრის, პრეზიდენტ მაია სანდუს, ოფისი მოუხატეს პრორუსმა ძალებმა უკრაინის დროშის ფერებად და იძახიან, რომ თუ სანდუ დარჩება, უკრაინა ჩაერთვება ომში. ერთი კალკით დაწერილი სცენარია”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share