სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გავრცელებული ინფორმაცია, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” მფლობელმა კომპანია “მეტამ” ყალბ ინფორმაციად მონიშნა – “ქართული ოცნების” ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომეს არის ყალბი ინფორმაცია.
კამპანია, რომ თითქოს, კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.
ამ შინაარსის საინფორმაციო ბარათის გაზიარებას დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის გვერდიდან სთხოვდნენ საჯარო მოხელეებსაც, თუმცა ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.
სამ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი კანონის მიღებას აპირებს. “ქართულ ოცნებაში” ითქვა ისიც, რომ კანონის დაბრუნებას მხარს უჭერს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
საგანგებო ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ კანონპროექტი, რომლსაც ზუსტად 1 წლის წინ საზოგადოების უპრეცენდენტო ვნებათაღელვა მოჰყვა, პარლამენტში დაინიციირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიციირებული.
ერთადერთი განსხვავება იქნება, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”.
ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა მოქმედებაზე გადასვლა უკვე დააანონსეს.