“ქართველი ხალხისა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური სურვილები ერთმანეთს აცდენილია” – ამის შესახებ განცხადება ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა “საჯარო პოლიტიკის” ეთერში გააკეთა.
ბატიაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ საქართველო და საკუთარი მოსახლეობა ევროკავშირის და დასავლეთის საწინააღმდეგო მხარეს წაიყვანოს.
”ქართველი ხალხისა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური სურვილები და მისწრაფებები აცდენილია. საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის, რეფერენდუმის, მათ შორის, კონსტიტუციაში გვიწერია, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ამ დროს, სამწუხაროდ, ხდება ის, რომ ხელისუფლებას საწინააღმდეგო მხარეს სურს, რომ წაიყვანოს ქვეყანა. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – ამბობს ზურაბ ბატიაშვილი.