ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე “ქართულ ოცნებას” სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს და “პირველი ხაზის” ეთერში მმართველ პარტიას ბრალს მშვიდობის თემით მანიპულირებაში სდებს.
გიორგი ქადაგიძე ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს “უტიფრობას” უწოდებს და ღიად აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” “სიცრუის კორიანტელი” ერთადერთ მიზანს, მძიმე რეალობის გადაფარვას ემსახურება.
“ვცხოვრობთ სიურეალისტურ, გამოგონილ სამყაროში” – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ამასთან, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოშლილია და ერთადერთ ადამიანს ემსახურება.
”თბილისი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი ევროპაში, სადაც, პრაქტიკულად, მოშლილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და, სადაც ყველაფერი და ყველა ინსტიტუტი ემსახურება ერთ ადამიანს და მის გარემოცვას. დავანებოთ თავი ყოველდღიურობას, საქართველოს მმართავს ადამიანი, რომლის სიმდიდრე არის ეკონომიკის მესამედი თითქმის, რომელიც თავის მოურავებს ნიშნავს პრემიერ-მინისტრად, თავის დაცვის უფროს შინაგან საქმეთა მინისტრად, თავის ადვოკატს ნიშნავს მთავარ პროკურორად.
გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ და ამას ემატება უკიდურესი უტიფრობა და სიცრუე, როდესაც ტირაჟირებენ, გვაშინებენ, მანიპულირებენ ომის ტრავმებით. გარეჯის საქართველოს კაპანია რად ღირდა, ხომ მთელ საქართველოს გვახსოვს. მოგვარდა ეს თემა?. ეს სიცრუის კორიანტელი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რამენაირად ყურადღება გადაიტანონ ჩვენი მოსახლეობის უკიდურესი კორუფციისგან, გაჭირვებისგან, შეუსრულებელი დაპირებებისგან, გაძვირებული ფასებისგან”, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.