ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, 10 წლამდე ასაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია…იგი ცდილობს ყველა ძლიერ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და დიდი გამოცდილებით გაემგზავროს მსოფლიო პირველობაზე

29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, თბილისის ნონა ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს ღია საჭადრაკო ტურნირი “ჩემპიონთა თასი”, რომელიც ორ სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად, ტარდება . ღონისძიების საპრიზო ფონდი შეადგენს 22000 ლარს. ტურნირები იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
ამ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს ოზურგეთელი ლაზარე ჩხარტიშვილი, რომელიც 10 წლამდე ასაკში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. ლაზარე 5 ტურის (სულ 9 ტური ) შემდეგ 4 ქულით მეორე პოზიციაზეა. ამ შედეგით მას, ჯერჯერობით რეიტინგის 50 ერთეულით მატება აქვს და მისასალმებელია, რომ ამ წარმატებულ შედეგს, მასზე უფროს და მაღალ რეიტინგიან მეტოქეებთან კარგი თამაშით აღწევს.
მიუხედავად იმისა, მას წელს ძალზე დატვირთული სეზონი აქვს, იგი ცდილობს ყველა ძლიერ ტურნირში მიიღოს მონაწილეობა და დიდი გამოცდილებით გაემგზავროს მსოფლიო პირველობაზე, რომელიც მ/წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება.
წარმატება ლაზარეს!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share