“არჩევნების დროს ბევრი საუბარია პოლიტიკური პარტიების შესახებ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებში არის ამომრჩეველი და ამიტომ ქართველებს აქვთ უფლება იცოდნენ, რას წარმოადგენს ესა თუ ის პარტია. ამიტომ, შეერთებული შტატების დიდი სურვილია, რომ ქართველები წავიდნენ არჩევნებზე, მისცენ ხმა, იცოდნენ, რომ პროცესი არის არის ფარული და დაცული, რომ არჩევნები არის სამართლიანი და პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, წარმოადგენენ იმას, რაც მათ სურთ. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ინსტრუმენტს გამოიყენებენ და უზრუნველყოფენ, რომ ადამიანები, რომლებიც მთავრობაში მოვლენ, დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ინტერესებს.”ამბობს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი “საარჩევნო კომპასის” პრეზენტაციაზე.