საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან.
“გუშინ ევროპარლამენტში წაიკითხეს ჩემი მიმართვა, მრავალგზის გაიჟღერა ჩემმა სახელმა და ევროპარლამენტმა მოითხოვა ჩემი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. ამის საპასუხოდ, დღეს დილიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და ეს სხვა არაფერი არაა თუ არა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში, ადმინისტრაციამ აუკრძალა ჩემ ადვოკატს ჩემთან დოკუმენტების შემოტანა თუ წინასწარ არ გაივლის მათ ცენზურას. ასეთი რამე არ ხდება არც რუსეთში და არც ბელარუსში, ესენი ყველა რეკორდებს ხსნიან,” – განაცხადა სააკაშვილმა.