სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი – გვარამია

“სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი,” – ეს განცხადება “რეაქციაში” ნიკა გვარამიამ გააკეთა.

“ახალის” თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ის არავისთან ვალში არ არის. რაც შეეხება სააკაშვილს, როგორც გვარამია ამბობს, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს სააკაშვილმა, “პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ”.

”მე არავის წინაშე ვალში არ ვარ, არავისთვის მიღალატია. ზოგადად, მოღალატე არ ვარ, თუ მიშაზეა ლაპარაკი, ის ჩემი მეგობარია და ასეთად დარჩება, არასდროს არ გადავკვეთ არანაირ ხაზს, რომელიც მას პიროვნულად მიაყენებს ზიანს. იქიდან რას მივიღებ, ამაზეც კი არ არის დამოკიდებული, პასუხის გაცემის რეჟიმსაც გამოვრიცხავ, რაც არ უნდა მოხდეს. (კითხვა: რაც არ უნდა კლონი გეძახოთ?) არ ვიცი, მე მეძახა თუ არა (კლონი).. ის დღეს არის პატიმარი, მაგრამ მე მიშა სააკაშვილის მოწონება პოლიტიკაში რომ მჭირდებოდეს, მის პარტიაში ვიქნებოდი. ილუზია რატომ უნდა მქონდეს, რომ მიშა სააკაშვილი მხარს დამიჭერს ან მომიწონებს, ან ბედნიერი იქნება ჩემით, როცა პოლიტიკური კონკურენტი შეიქმნა მისი პარტიის, სააკაშვილის გამტყუნებაც არ შეიძლება, როცა ის რაღაც განცხადებებს აკეთებს თუნდაც ჩვენთან დაკავშირებით თუ გააკეთებს თავისი პარტიის სასარგებლოდ, ასეთია ცხოვრება,“ – ამბობს გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share