აღსრულებაში მელია დავნიშნე იმის მიუხედავად, რომ ოდეერის დასკვნა მქონდა, რომ ქოცია – გვარამია

“ვიცი, რომ ამ კაცის შეცდომების ისტორია არ იწყება ათადან და ბაბადან, როცა ჩემი იწყება იმიტომ, რომ ვიცი, როდის დაინიშნა პირველად, მე დავნიშნე და იმიტომ ვიცი, დავნიშნე იმის მიუხედავად, რომ ოდეერის დასკვნა მქონდა, რომ ქოცია,” – ეს განცხადება ნიკა გვარამიამ “რეაქციაში” ნიკა მელიაზე საუბრის დროს გააკეთა.

გვარამია იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროში დანიშნა მაღალ თანამდებობაზე.

”მელიასთან დაკავშირებით მე ვთქვი ამის გამო, რომ ვიცი, რომ ამ კაცის შეცდომების ისტორია არ იწყება ათადან და ბაბადან, როცა ჩემი იწყება იმიტომ, რომ ვიცი, როდის დაინიშნა პირველად, მე დავნიშნე და იმიტომ ვიცი, დავნიშნე იმის მიუხედავად, რომ ოდეერის დასკვნა მქონდა, რომ ქოცია – იდგა აქციაზე სალომე ზურაბიშვილის, არ მისცა ხმა პარტიას და არ დაინიშნოს – რეკომენდაცია. იმ დღის ბოლომდე დანიშნული იყო, უნდა მიცნობდე და არ უნდა მითხრა, სულ რომ დასანიშნი არ ყოფილიყო, წინააღმდეგობის სული მაქვს. კარგი ფუნქციონერი იყო, იქ, სადაც დაინიშნა. ეს ხომ უნდა დამთავრდეს. მაშინ შესაძლებელი იყო მაინც, რომ მინისტრს არ გაეთვალისწინებინა და დაენიშნა, აბა, ახლა დანიშნოს რომელიმე მინისტრმა ოდეერის ამ დასკვნის მერე ვინმე, ან უნდა დამთავრდეს,“ – ამბობს ნიკა გვარამია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share