“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, მხოლოდ სექტემბრის თვეში 4 მუნიციპალიტეტი ჯამში 157,149 ლარს იხდის ადგილობრივი დღესასწაულების ჩასატარებლად.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი დღეობები ყოველწლიურია, მერიები წინასწარ არ ემზადებიან და ტენდერის გამოცხადების ნაცვლად, კორუფციის მომატებული რისკით, ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს.
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი 72,000 ლარს იხდის ღონისძიების ჩასატარებლად, მაგრამ ბუნდოვანია, რა ნიშნით შეარჩიეს შემსრულებლები.
- მიუხედავად იმისა, რომ “შოთაობა” 1966 წლიდან აღინიშნება, ასპინძის მერია 34,821 ლარს გამარტივებული შესყიდვით, უტენდეროდ ხარჯავს” – წერია განცხადებაში