ოზურგეთი – “ცეცხლის სახლი”?

ოზურგეთი – “ცეცხლის სახლი”?
.
ტოპონიმ ოზურგეთთან დაკავშირებით არაერთმა ენათმეცნიერმა და მკვლევარმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ამ მხრივ ყველაზე უფრო განსხვავებული აზრი გამოთქვა ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა და ირანისტმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა იუსტინე აბულაძემ.
.
აბულაძე – ”ოზურგეთს მიიჩნევდა მაზდეანობის დროინდელ ენობრივ ფაქტად. მკვლევრის ვარაუდით ტოპონიმის პირველი ნაწილი ოზურ – მომდინარეობდა. არაბიზებული სპარსული სიტყვისაგან აზურ (ააზურ) – ნიშნავს „ცეცხლი“; მეორე ფუძე კი წარმოადგენდა სპარსულსავე ქედ, ქედე სიტყვას („სახლი“). საბოლოო ვარაუდით ოზურგეთ-ი უნდა გაგვეაზრებინა როგორც „ცეცხლის სახლი“.
.
ამავე წერილში იუსტ. აბულაძემ მკაცრად გააკრიტიკა მ. ჯანაშვილისეული თვალსაზრისი – „ოზურგეთი საზურგეთს ნიშნავსო.” ამ ვარაუდს მან გაუგებრობა უწოდა.“
.
მაზდენობასთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ „библиотека для чтения“-ში 1840 წელს (1 ტომი) დაიბეჭდა სტატია, რომელიც გახლავთ დიუბუა ფრედერიკ დე მონპრეს სამხრეთ რუსეთში მოგზაურობის ანოტაცია, რომელიც ასევე შეიცავს ინფორმაციას გურიაზეც (1831 წელი), სტატიაში ვაშნართან დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი – „მთავარი კარები იღებოდა აღმოსავლეთით. ეს ძეგლი არ შეიძლობოდა ყოფილიყო ეკლესია – მისი ფორმა არ ჰგავს ღვთის სახლის ფორმას, – არც კოშკი უნდა ყოფილიყო, რადგანაც მისი კედლები თხელია, ამასთანავე კოშკები, რომელთა ფუნდამენტიც აქვეა შემონახული ოთხკუთხედი იყო, აგურის გარეშე. ეჭვსგარეშეა, რომ ეს გახლდათ წარმართული ტაძარი, აყველაზე უფრო სწორი იქნება ვთქვათ ათეშგა, ცეცხლთაყვანისმცემელთა სამლოცველო.“
.
იური სიხარულიძე ზემოხსნებულ ვარაუდს, რომ ოზურგეთი არაქართული წარმომავლობის სიტყვაა არ იზიარებს, რადაგანაც ტოპონიმი ოზურგეთი სხვა შემთვევაშიც გვხვდება სამხრეთ დასავლეთ საქართველოში – „საეჭვო ჩანს ამ ფუძის ქართულ ტოპონიმებთან ურთიერთობის გათვალისწინების საფუძველზედაც. ამ მხრივ საინტერესოა აჭარაში დადასტურებული იგივე ტოპონიმი ოზრუგეთი ს. საღორეთში (პირველი მაისის სასოფლო საბჭოში). ახლავს განმარტება: „ორზურგიანი მთა საძოვარი“. „ოზურგეთი ღელე“ (ხმელი ღელე) ს. ახოში (ცხმორისის სასოფლო საბჭოში) და სხვ.“ ეს მოსაზრება კი თავის მხრივ ტოპონიმის „ორ ზურგეთი“-ს ვარიანტს ამყარებს, რომელსაც თავის მხრივ არაერთი მეცნიერი და მკვლევარი უჭერს მხარს.
.
პირად ჩემთვის ყველაზე სარწმუნო გახლავთ გრიგოლ გურიელის ძალიან საყურადღებო საინტერესო განმარტება ქალაქ ოზურგეთის ძველ სახელთან დაკავშირებით, გრიგოლ გურიელი თავის პროტოკოლში წერს – „мѣсто пребыванію своего въ город Озургеты (древній Озрахетъ)“, ანუ ოზურგეთს იხსენიებს ძველი სახელითაც, რომელიც ქართული ვარიანტით უნდა იყოს “ოძრახეთი”. იმის ვარაუდი, რომ ოზურგეთი ოძრხე-დან უნდა მომდინარეობდეს ჩემი აზრით ყველაზე უფრო საფუძვლიანი უნდა იყოს, რადგანაც გურია ოძრხის საერისთავოს ნაწილიც გახლდათ.
.
– იუსტინე აბულაძე, სამი გეოგრაფიული სახელის ეტიმოლოგიისათვის.
– იური სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წიგნი 1, ბათუმი, 1958;
– გურამ ბედოშვილი ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი 2002;
– ქ. ლომთათიძე – კომპლექსთაგან მომდინარე ბილაბიალური ხშულები ქართველურ ენებში 1984;
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Московскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
– ოზურგეთი: გრავიურა ილუსტრირებული გერმანული ჟურნალიდან – Globus: illustrierte Zeitschrift für Länder- und Völkerkundebooks (1885)
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share