პუშკინის Сказка о рыбаке и рыбке-ს გურული თარგმანის ფრაგმენტი – “ბერიკაცი, თებზი და დედაბერი”
.
“დედაკაცი ვეღარ ძღება
მეითხუა მან ნეფობა;
მისი აზრი ისთე არის
უნდა გახთეს დედუფალი;
არ ვიცი რაფერ მეიხმარს
ეს უჯიშო სოფლის ქალი.
დედუფალი უნდა გახთეს
ქვეყნისა ბძანებელიო,
მას უნდა ემონებოდეს
ამ ქვეყნათ თელი ერიო,
ჯარი და მისი გამგენი
და ყველა მინისტერიო.
თებზმა უთხრა: ბერიკაცო,
შენ დარჩები მაშვინ ბრალი,
როცა შენი დედაკაცი,
რომ გახთება დედუფალი.
იგი შენ არ გიყაბულეფს,
არც იქნები შესადარი,
და ამისთვის შენ დარჩები
უდიდესი შესაბრალი.”
.
ალექსანდრე ღლონტი – გურული ფოლკლორი 1937
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა