მედიის ცნობით, ბელგოროდში ხალხის ევაკუაცია დაიწყო – ბოლო ცნობები კვამლში გახვეული რუსეთის ქალაქებიდან

იერიში ოკუპანტის ტერიტორიაზე და კვამლში გახვეული ქალაქები – უკრინული მედია ბელგოროდზე იერიშის ფონზე აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც რუსეთის მოქალაქეები ყვებიან, რომ ქალაქში ავტობუსები შეიყვანეს და ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ინტენსიური შეტევებია ბელგოროდის მიმართულებით. ლეგიონის მთავარი სამიზნე სამხედრო ინფრასტრუქტურაა. ის ბაზები საიდანაც პუტინის არმია მარაგდება უკრაინაზე შეტევებისთვის

პუტინის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ფრონტის ხაზმა რუსეთის ტერიტორიაზე  გადაინაცვლა.  ბრძოლებია  ქალაქების მისადგომებთან. თავისუფალი რუსეთის ლეგიონმა უკვე რამდენიმე სოფელი დაიკავა. ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 3 საათზე ამოიწურა. ამის შემდეგ შეტევები დრონებით და არტილერიით განახლდა. კურსკში განადგურებულია რუსული საბრძოლო მასალების ორი საცავი.

პარალელურად, აფეთქებებმა საფონდო ბირჯაზე პანიკა გამოიწვია. ეს ყველაფერი უკვე დაეტყო საწვავის ფასსაც. დროში კი პროცესებს ემთხვევა ისიც, რომ ერთ-ერთი ქარხანა, რომელიც დაიბომბა და რომელიც ლუკოილს ეკუთვნოდა, მისმა ხელმძღვანელმა საკუთარ კაბინეტში თავი მოიკლა.

რამდენიმე საათში რუსეთმა მე-5 ვადით უნდა აირჩიოს პრეზიდენტად პუტინი. 20 წლიანი მმართველობის შემდეგ პირველად რუსი დიქტატორი არჩევნებს საკუთარ ქვეყანაში განგაშის სირენების ფონზე ჩაატარებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share