არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გვიანი იქნება – დევიდ კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი 26 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე უნდა დასანქცირდეს.

როგორც კრამერმა “ტვ პირველის” გადაცემა “წითელი ხაზისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, ძირითადი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა უნდა იყოს:

 ”ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეუძლია და გააკეთებს, ეს  ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სანქცირებაა. ძირითადი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი, მე ამაზე მაქვს დიდი ხანია დებატები, დიდი ხანია ამის დროა, მე არ ვიცი, არჩევნებამდე თუ არჩვების შემდეგ მოხდება ეს, თუმცა ჩემი აზრით, არჩვების შემდგე გვიანი იქნება.

ეს არის ძირითადი ნაბიჯი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია და უნდა გადადგას. ჩვენ დაგვსანქცირებია სხვა პიროვნებები, ჩვენ შევაჩერეთ სამხედრო წვრთნები, დახმარებები საქართველოს მთავრობის მიმართ. ევროკავშირმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯები”- განაცხადა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორმა.

რაც შეეხება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ უმწვავეს რეზოლუციას, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი, დევიდ კრამერი აღნიშნავს, რომ  დასავლეთში ”ქართული ოცნების” მიმართ იმედგაცრუება იზრდება”

მიზეზე კი მისი თქმი, ის კურსია,  რომლითაც ”ქართულ ოცნებას” მიჰყავს საზოგადოება.

ამერიკელი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მოქმედმა ხელისუფლებამ პროდასავლურ კურსს გადაუხვია და ქვეყანა “მცდარი გზით მიყავს”.

”ჩვენ უკვე, მივიღეთ ზომები საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გამოუცია კონკრეტული ფინანსური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის წინააღმდეგ. მე მოველი, რომ ეს ნაბიჯები იქნება გადადგმული, არ ვიცი როდის არჩევნებამდე თუ შემდგომ, მაგრამ ვფიქრობ ეს დიდი ხნის წინ უნდა გადადგმულიყო” – განაცხადა მაღალჩინოსანმა. 

ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ხაზგასმით ამბობს, რომ ყველა სანქცია, რომელიც აქამდე იხილა საზოგადოებამ, ხელსიუფლების მიმართაა მიმართული და არავითარ შემთხვევაში ქართველი ხალხს არ ეხება:

“თქვენ ჩვენი მეგობრები ვართ” – ამბობს კრამერი საქართველოს მოქალაქეების გასაგონად.

”ეს უნდა აიყოს ნათელი განაცხადი ხალხისთვის, რომ ეს ნაბიჯები მიმართულია ინდივიდუალური სანქციების მიმართულებით მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ავტორიტარული და პრო რუსული გზის არჩევისთვის. ის არ ეხება ქართველ ხალხს და ეს მესიჯი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”- დასძინა მან. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share