ემიგრანტები სიის მიღმა – რეგისტრირებული ამომრჩეველი საკუთარ თავს ვერ პოულობს

ემიგრანტები სიის მიღმა – მოქალაქე თამარ ცინცაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის 18 მარტს ოტავის საკონსულოს საიტზე დარეგისტრირდა.  23 აპრილს საკონსულოდან თხოვნა მოუვიდა პასპორტის ასლის გადაგზავნაზე. გადაგზავნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ
საქართველოს საერთო საარჩევნო სიაში არ არის.

მისი თქმით, საელჩოსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია:

კეთილი ხალხო, იქნებ ვინმე დამახმაროთ და გამარკვიოთ ამ პლანეტაზე ვიმყოფები, თუ ილონ მასკმა პირველ სეტლეტად გამიშვა
მარსზე.

მე, პირადად, ამა წლის 18 მარტს დავრეგისტრიდი ოტავის საკონსულოს საიტზე, აპრილის 23 ში საკონსულოდან მომივიდა თხოვნა პასპორტის ასლის გადაგზავნაზე. გადავაგზავნე.

შემდეგ აღმოჩნდა რომ საქართველოს საერთო საარჩევნო სიაში არ ვარ, მიზეზი- იმყოფება საზღვაგარეთ. მაშინვე შევამოწმე საკონსულოს აღრიცხვა აქაც არ  აღმოვჩნდი სიაში , უწერიათ მოხსნილია აღრიცხვიდან – 6 თვე საქართველოში ყოფნა. დავუკავშირდი საკონსულოს, მითხრეს უნდა ჩამოხვიდეთ და განაცხადი გააკეთოთო,  4 ოქტომბერს  ჩავედი, დავწერე განცხადება და დავუტოვე პასპორტის ასლი.( ტორონტოდან ოტავამდე 5 საათის გზაა 450.3 კმ- ია ერთი მხარე)
სიაში ისევ არ ვარ.  რამდენიმე დღეა ვრეკავ საელჩოში , მაგრამ უშედეგოდ, ავტომოპასუხე ირთვება. ( მემგონი ტრუდოს უფრო მარტივად დავუკავშირდები , ვიდრე ჩევენს საელჩოს) საელჩოს მივწერე იმეილი, პასუხი არ მიმიღია. ახლა მითხარით, მე რომელ 65 000 – იან, თუ 125 000 სიაში ვარ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share