უფრო და უფრო არაპოპულაური ხდება “ოცნება“, მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად კლებულობს – გამყრელიძე

“ძლიერი საქართველოს” შტაბის ხელმძღვანელი, დავით გამყრელიძე ამბობს, რომ კოალიცია სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, რომელზე დაყრდნობითაც ნათელია, რომ “ოცნების“ რეიტინგი მნიშვნელოვნად იკლებს.

გამყრელიძის თქმით, ამავე კვლევების თანახმად, ოთხი პოლიტიკური ძალის ერთობლივი რეიტინგი მნიშვნელოვნად უსწრებს მმართველი გუნდის რეიტინგს.

ოთხი პოლიტიკური ძალის ერთობლივი რეიტინგი მიშვნელოვნად უსწრებს “ქართული ოცნების“ რეიტინგს. მათი რეიტინგი მნიშვნელოვნად კლებულობს , ყოველკვირეულად ვლინდება ტენდენცია, რომ სულ უფრო და უფრო არაპოპულაური ხდება “ოცნება“. თამამდება ქართველი ამომრჩეველი და ღიად აფიქსირებს, მანამდე თუ იყო სიფრთხილე, იმის თქმას ერიდებოდა, თუ ვის აძლევს ხმას, გარდა იმის, რომ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, დრეს ბევრად უფდრო ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ცვლილება  უნდათ, ოპოზიციური პარტიებიდან რომელს უჭერენბ ხალხს, მათ შორის “ძლიერი საქართველო“ არის მოწინავე. ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ამ 15 დღის განმავლობაში, 26 ოქტომბერს მივიღოთ მარალი აქტივობა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share