წინ წასვლისთვის უნდა აღმოიფხვრას ის მავნე პრაქტიკა, რომელიც “ოცნებას” დამკვიდრებული აქვს – ცუცქირიძე

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იმ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც კოალიცია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აპირებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რუსული კანონისა და ოფშორების კანონის გაუქმება იქნება, რომლითაც ცუცქირიძის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოების მოკვლა სურს.

”იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, უნდა აღმოიფხვრას უსამართლობები და ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საქართველოში”ოცნებას” დამკვირდებული აქვს. ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელზეც ვიმუშავებთ, რუსული კანონის გაუქმება იქნება, რომლის ამოცანაც არის სამოქალაქო საზოგადოების მოკვლა საქართველოში და არა მხოლოდ. ასევე, უნდა გაუქმდეს ოფშორების კანონი, რომელიც, ჩემი აზრით, რუსული კანონის ნაწილია და ის ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც დააპატიმრეს იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას და თავისუფლებას იცავდნენ”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share