“ქართული ოცნების” დეპუტატ, ანტონ ობოლაშვილის სასტუმრო “მონოგრაფიდან” საქარველოს პრეზიდენტს, სიტყვით გამოსვლისას სახეზე ლაზერს ანათებდნენ.
პირები, რომლებიც პრეზიდენტს და სცენაზე გამომსვლელებს ლაზერს ანათებენ, სავარაუდოდ, “ოცნების” ე.წ. ტიტუშკები არიან. ისინი ამ წუთებშიც “მონოგრაფის” აივანზე იმყოფებიან.
ანტონ ობოლაშვილის სასტუმროში მომუშავე პერსონალმა “პირველებს” უთხრა, რომ ეს ადამიანები “მონოგრაფში” დღის სამ საათზე მობილიზდნენ, რამდენიმე მაგიდის რეზერვაცია მოახდინეს და ელოდებოდნენ აქციის დაწყებას.
ცოტა ხნის წინ, აქტივისტებმა შეძლეს აღნიშნულ აივანზე ასვლა და შეეცადნენ ადგილზე მობილიზებული ჯგუფისგან მიეღოთ პასუხები, თუ რატომ ანათებდნენ სცენაზე გამომსვლელებს ლაზერს, თუმცა ე.წ. ტიტუშკები მათ პლედებით ემალებოდნენ.
სასტუმრო “მონოგრაფი” თავისუფლების მოედანზე მდებარეობს და “ოცნების” სიის 37-ე წევრის, ანტონ ობოლაშვილის საკუთრებაა.