“ხელისუფლებას, რომელიც ლუბიანკის სპეცრაზმის მიერ არის უზურპირებული, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვცვლით იმ მანკიერებას, რომლითაც სურთ, ქვეყანა ატარონ” – ამის შესახებ განცხადება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპული მარშის მიმდინარეობისას გააკეთა.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქციებს თითოეული ქართველისთვის დადებითი მუხტი მოაქვს, რაც არჩევნებზე განწყობაში აისახება.
”ხელისუფლებას, რომელიც ლუბიანკის სპეცრაზმის მიერ არის უზურპირებული, უნდა ვაჩვენოთ, რომ ვცვლით იმ მანკიერებას, რომლითაც ისინი აპირებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ატარონ. ასეთი აქციები კარგია. 2012 წელს ჩვენც ასე გავაკეთეთ და დიდი მუხტი მიიღო ჩვენმა ამომრჩეველმაც და ჩვენმა წევრებმაც. ეს ძალა უნდა აჩვენო საკუთარ თავს, საზოგადოებას და ამას ვაკეთებთ ჩვენ”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – თბილისში ევროპული მარში მიმდინარეობს. მოქალაქეები, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, დედაქალაქის ოთხი ლოკაციიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.