ბიძინა ივანიშვილი: “სანქციებს აღარ ველოდები”

ამერიკის შეერთებული შტატებისგან დასანქცირებას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე აღარ ელოდება – როგორც ბიძინა ივანიშვილი “ტვ იმედის” ეთერში ირწმუნება, სტრატეგიული პარტნიორების მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის საფუძველზე კონკრეტული პირების შავ სიაში შეყვანამ “უკუშედეგი გამოიღო და ვერ იმუშავა“.

რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს და ყველაფერი ამოწურეს” – ამტკიცებს ბიძინა ივანიშვილი და საერთაშორისო პარტნიორებს ბრალს “არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებულ შანტაჟში” სდებს.

”რაც შეეხება დასჯას და სანქცირებას, ამან უკუშედეგი გამოიღო, არ იმუშავა და ვერც იმუშავებს. იმის იქით კიდევ ველოდებით თუ არა, მე პირადად აღარ ველოდები. მგონია, რომ რისი გაკეთებაც შეეძლოთ და რაც უნდოდათ გააკეთეს, ამოწურეს. საზოგადოებას ვეუბნები დარწმუნებით, რომ ამან არ იმუშავა. ყველაფერმა ამან გამოიღო უკუშედეგი ელემენტარული მიზეზის გამო, რამეთუ ეს იყო არაობიექტურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ყველანაირი ტიპის შანტაჟი”, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა.

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, “რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას”  ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share