საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„აკი @@@ზე დაიკიდებს ჰააგის გადაწყვეტილებასო და სულ ქინძზე ჰკიდია ჰააგაც და სტრასბურგიცო?..
აბა ახლა დააღეთ პირი და თქვით – აააა
სააგენტო რეიტერის ცნობით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიემერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში ბრიკსის სამიტზე არ ჩავა, ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდენის გამო..“ – წერს ჟურნალისტი
ცნობისთვის, „ბრიკსის“ სამიტზე პუტინის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.
მანამდე საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ქვეყნისთვის უფლება მიეცათ, იოჰანესბურგში ჩასვლის შემთხვევაში პუტინი არ დაეპატიმრებინათ, რადგანც ეს ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და, შესაბამისად, პუტინის სამხრეთ აფრიკაში ჩასვლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა „ბრიკსის“ სამიტს, რომლის წევრებიც ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა არიან, აგვისტოში უმასპინძლებს.