უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის მამა, არჩილ ხოფერია სოციალური ქსელით ავრცელებს.

„ჩემი შვილი ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში..

ვფიქრობდი დროშა რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში საიმედო ხელში იყო მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა ..

ჩვენ ვერ გაგვტეხენ ..ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით როგორც ჩვენ გვეკადრება..

მტრებს ყველაფერი წინ აქვთ ..

და მე როცა აღარ ვიქნები ჩვენი საქმე ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ..

მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია..“ – წერს დაღუპული სამხედროს მამა.

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ამ დრომდე 28 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share