რა გველის 10 ივნისს მზის დაბნელების შემდეგ

10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით.

 

მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობაზე ხდება. ამჯერად მზის წრიული დაბნელება გველოდება. ამ დღეს ადამიანების ცხოვრებაში ცხოვრების ახალი ციკლი იწყება. სასურველია, ეს დღე პოზიტიურად გაატაროთ, რომ მომავალიც ასეთი გქონდეთ. არა აქვს მნიშვნელობა დაინახავთ თუ არა მზის დაბნელებას, ის ყველაზე მოქმედებს და განსაკუთებით მათზე, ვისაც არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად იყავით. ზოგმა შეიძლება დაღლილობა ან თავბრუსხვევა იგრძნონ. იმატებს შფოთი, ემოციურობა. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, ტრავმულობაც მომატებულია. ისწავლეთ თქვენი ემოციების, ფსიქოლოგიური მდომარეობის მართვა.

დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე და შემდეგაც დააკვირდით თქვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს, გადაწყვეტილებები დაფიქრებულად მიიღეთ. შეიძლება დაგებადოთ ახალი იდეები, მოგინდეთ შემოქმედებითი განვითარება. ზოგიერთს მომატებული ექნება შეგრძნებები, ხილვები.

მზის დაბნელების დღემდე კარგად დაალაგეთ სახლი, პირადი ნივთები, მოიცილეთ ყველაფერი ძველი, გამოუსადეგარი და დაზიანებული. გამოუთავისუფლეთ ადგილი ახალს თქვენს ცხოვრებაში. არავისთან იკონფლიქტოთ, პირიქით, ეცადეთ, ღიმილით შეხედოთ ყველაფერს, ემოციებს არ აჰყვეთ. ის, რასაც ფიქრობთ, გრძნობთ და განიცდით, აყალიბებს თქვენს მომავალს, ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. გირჩევთ, დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე უარი თქვათ ალკოჰოლზე და არ მიირთვათ ხორცპროდუქტები. შეძლებისდაგვარად, გაისტუმრეთ ვალები. თუ მავნე ჩვევისგან (სიგარეტის მოწევა) გსურთ გათავისუფლება, დაბნელებამდე 10 წუთით ადრე, გააზრებულად მოსწიეთ ბოლო ღერი, დაფიქრდით, რომ საბოლოოდ დაემშვიდობებით ამ მავნე ჩვევას. დაბნელების დროს იფიქრეთ მშვიდობაზე, ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე თქვენს გულში, სახლში და მთელ მსოფლიოში. შეიქმენით ჰარმონიული განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით სამომავლო სურვილების ჩამოწერას. წარმოიდგინეთ ის, რაც გსურთ და თარიღიც მიუთითეთ, როდის გსურთ, რომ აგისრულდეთ. კონკრეტული სურვილი ჩამოწერეთ პუნქტებად, რა დაგეხმარებათ (ქმედება, ცოდნა-გამოცდილება, კავშირები) მის ასრულებაში. ეცადეთ, თქვენმა სურვილმა ზიანი არ მიაყენოს არც ეკოლოგიას და არც გარშემო მყოფებს. სურვილი უნდა იყოს კონკრეტული, ნაწილაკის “არა” გარეშე. მაგალითად (2021 წლის 21 დეკემბერს მე ვიყიდე ბინა და ახალ წელს ჩემს სახლში შევხვდი).

როგორც უკვე გითხარით, პერიოდი 25 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საუკეთესოა ახალი საქმეების დასაწყებად, მიზნების განსახორციელებლად. ახლა ცოტა წინ გავუსწროთ მოვლენებს და ვნახოთ ის შუალედები, რომლებიც დაგვეხმარება სასურველის მიღწევაში. განსაკუთრებით კარგი პერიოდი გვაქვს 10-24 ივლისის და 8-22 აგვისტოს შუალედში. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას 29 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით. მომდევნო კარგი პერიოდი გვექნება 20 ოქტომბრიდან 15 ნოემბრის შუალედში. კარგ პერიოდებში შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, იქორწინოთ, იყიდოთ ძვირად ღირებული ნივთები, გაიკეთოთ გეგმიური ოპერაციები და ა.შ.

10 ივნისს მზე და მთვარე ტყუის ზოდიაქოში ერთდება. ტყუპი სწრაფად ადაპტირდება ცხოვრებისეულ პირობებთან და ჩვენც იმავეს მოგვიწოდებს. უნდა მივიღოთ სიახლე, გავთავისუფლდეთ ძველისგან, არ ჩავეჭიდოთ იმას, რაც სიხარულს აღარ გვანიჭებს, წინსვლაში ხელს გვიშლის. ტყუპი არის სწავლის ნიშანი და იყავით მზად რამის შესასწავლად, ცოდნის გასაღრმავებლად. ტყუპი აგრეთვე არის მეგობრული ნიშანი და ეცადეთ, იყოთ კონტაქტური, ხშირად შეხვდით მეგობრებს და რაც მთავარია, დააკვირდით, როგორ ლაპარაკობთ. გახსოვდეთ, რომ იზიდავთ იმას, რასაც ამბობთ. გაფრთხილდით, რომ არავინ მოგატყუოთ, არ გაეხვეთ ილუზიებში. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში. მოერიდეთ ბუნდოვანებას, ღრუბლებში ფრენას.

ვისზე იმოქმედებს მზის დაბნელება ყველაზე მეტად. პირველ რიგში მათზე, ვინც დაიბადა 7-13 ივნისის შუალედში და ვისაც პირადი პლანეტები განლაგებული აქვს ტყუპის 17-23 გრადუსში. მოემზადეთ სიახლეებისთვის. ყველას, ვისაც დაბადების დღეები გაქვთ 8-14 სექტემბრისა და დეკემბრის და 7-12 მარტის შუალედებში, აგრეთვე, ქალწულისმშვილდოსნისა და თევზების 17-13 გრადუსში გყავთ განლაგებული პირადი პლანეტები, უნდა იაქტიუროთ სასურველის მისაღწევად. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ცვლილებები. ჰარმონიული ცვლილებები გელით მათ, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავთ 4-10 თებერვალს, 5-11 აპრილს, 8-14 აგვისტოს, 9-15 ოქტომბერს ან თუ მერწყულის, ვერძის, ლომისა და სასწორის 17-23 გრადუსში პირადი პლანეტები გყავთ განლაგებული. გამოიყენეთ შანსი, რომ მსუბუქად, მაგრამ თავდაჯერებულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. აგრეთვე სანახავია, პირად რუკაში რომელ სახლში გიჯდებათ ტყუპის მე-20 გრადუსი.

http://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share