თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “ტვ პირველს” სკანდალურ ინტერვიუს აძლევს – კაცი, რომელიც 10 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფულს განკარგავდა, პირდაპირ ამბობს, რომ “ართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე “ქვეყნის მომავლით ვაჭრობს”.
გიორგი ბაჩიაშვილი დეტალურად ჰყვაბა, როდის და რატომ დაიეძაბა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან უკრაინაში რუსული აგრესიის დაგმობა ღიად დაიწყო.
ბაჩიაშვილის თქმით, ოლიგარქი მაშინაც გაბრაზდა, როცა მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ დაეთანხმა “იმ სიგიჟესა და სისულელეში”, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერი ავითარებდა და ამბობდა, რომ ” გარე ძალები იყო ჩარეული მისი და Credit Suisse-ის საქმეში”.
”მე უბრალოდ ივანიშვილის გარემოცვაში ვიყავი ძალიან ცუდი მაგალითი ადამიანის, რომელსაც აქვს თავისი აზრი. მე ვიყავი ერთადერთი ივანიშვილის გარემოცვაში, სხვა არავინ არ ყოფილა, ვინც უკრაინის ომის დაწყებისას აქტიურად, სოციალურ მედიაში დავიწყე აქტიურად რუსეთის აგრესიის დაგმობა და უკრაინის მხარდაჭერა.ესეც ვერ აიტანა ივანიშვილმა.
ვერ აიტანა ის, რომ როდესაც მან საქართველოს გარე პოლიტიკური კურსის მოსატრიალებლად დაიწყო დასავლეთისგან მონსტრის შექმნა, გარე ძალებზე და გლობალურ ომის პარტიაზე და მსგავს სისულელეებზე მაქვს საუბარი. ამას თხზავდა ზუსტად მაშინ, როდესაც იწყებოდა რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებები. მე ამაში არ ავყევი, არც დავეთანხმე. არც დავეთანხმე იმ სიგიჟეში, თითქოს, რაღაც გარე ძალები იყო ჩარეული მისი და Credit Suisse-ის საქმეში. თუკი რაიმე გარე ძალები იყო ჩარეული, ყველა ძალა იყო ივანიშვილის სასარგებლოდ, რადგან ყველა სასამართლო მოგებულიყო. არ დაგავიწყდეთ, Credit Suisse-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფინანსო ინსტიტუტი, იურისტების არმიაც ჰყავთ და მაგან ყველაზე კარგად იციან, როგორ უნდა გაწელონ საქმეები. ამას შვებოდნენ, ბევრმა მოსამართლემ გააკრიტიკა ამისათვის Credit Suisse-ი, მაგრამ იმის თქმა, რომ ვინმე ამაში ჩარეული იყო, არის უბრალოდ სიგიჟე”- თქვა მან.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ გარე ივანიშვილის ფინანსურ პრობლემებთან კავშირი არ აქვთ.
მისივე თქმით, ივანიშვილს მიერ “მეორე ფრონტის” შესახებ გავრცელებული ნარატივი მას სჭირდება, რომ “დასავლეთისგან მონსტრი დახატოს”.
”ივანიშვილის ანაგარიშების დასუფთავება და ასე ვთქვათ, კრიმინალური საქმიანობის ჩადენა დაიწყო 2006-2007 წლებში. ანუ, პრაქტიკაში გამორიცხულია, რომ მაშინ ივანიშვილს ჰყოლოდა ვინმე გლობალური ომის პარტიისნაირი მტერი, რომელიც ასე გაუსწორდებოდა ივანიშვილს. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი, სულ რომ მართლა არსებობდეს გლობალური ომის პარტია, როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვისთვისაც ახალი დოქტრინა ჩამოაყალიბეს, თუ როგორ უნდა წაართვან კაცს თავის ფული. ამას ამბობს ზუსტად ისევე, როგორც მდინარაძე ამოდის და ამბობს, ამხელა ვეებერთელა ბანკი გააკოტრეს ივანიშვილის გულისთვისო.
თავადვე თუ სჯერა, რასაც ამბობს?! – რამხელა სისულელეა. მას სჭირდება ეს ნარატივი, რომ დასავლეთისგან დახატოს მონსტრი, რომ ვითომდა ზეწოლა არის ივანიშვილზე და ეს ვაჟკაცი ადამიანი უმკლავდება ამხელა გლობალური ომის პარტიას. თუ ასეთი ვაჟკაცები არიან, მაგრები არიან და მთელ მსოფლიოს წინ უდგებიან, ვაჟკაცობა ეყოთ და ერთი კაცი დაასახელონ, ვინც არის გლობალურ ომის პარტიაში და ვის გადააყოლა ქვეყნის საგარეო კურსი. გამარჯობას რომ აღარ ეუბნება მთავრობას არცერთი თავმყოვარე ქვეყნის პრემიერი და მეთაური”- დასძინა მან.
ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის რეპუტაცია ივანიშვილის კომპლექსებს არ უნდა გადაჰყვეს. “თუ კომპლექსები გაქვს, ქვეყანას არ უნდა მართავდე”.
“ივანიშვილი ხალხის სიყვარულით არ მოსულა პოლიტიკაში. ეს არის დიდი ტყუილი”- განაცადა ბაიაშვილმა.
”თავადვე ამბობს, რომ მე ეს კომპლექსი მაქვსო, რომ როდესაც ჩემი ინტერესი შეიძლება იყოს და ქვეყნისთვის ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო. ეს კომპლექსი კი არ არის, ადამიანი 40 წელი და 50 წელი არის ბიზნესში. ამას ჰქვია ინტერესთა კონფლიქტი. როდესაც მსგავსი ინტერესთა კონფლიქტი გაქვს, არ უნდა მართავდე ქვეყანას. მსგავსი კომპლექსები თუ გაქვს, არ უნდა მართავდე ქვეყანას და უნდა მიხედო ფულს, თუ ფული არის წინ და თუ თქვენი პირადი ინტერსი არის ქვეყანაზე წინ.
არ გვინდა ჩვენ კომპლექსიანი ლიდერი. ეს უნდა გაიაზროს ქართველმა ამომრჩეველმა. ყოველთვის უნდა ფიქრობდე, გინდა თუ არა ისეთი ლიდერი, რომელსაც ისეთი კომპლექსები აქვს, რომ ნებისმიერ დროს კომპლექსის გამო გაწიროს ქვეყნის საგარეო ინტერესი.
დღეს ეს არის ჩვენი რეალობა – ივანიშვილი მთელი ცხოვრება ვაჭრობს. დღეს ივანიშვილის ამოცანა არის, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, მან შეინარჩუნოს ის გავლენა და ის კონტროლი საქართველოზე, რომელიც მას გააჩნია. ეს არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.’
ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან ვაჭრობს ჩვენი ქვეყნის მომავლით. ვაჭრობს თავისი ფულის დაბრუნებისთვისაც და, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში, მას ნამდვილად არ ადარდებს. ივანიშვილს არცერთხელ არ დაუყენებია ქვეყნის ინტერესი თავის პირად ინტერესზე წინ. ის პოლიტიკაშიც თავისი პირადი პრობლემის მოსაგვარებლად მოვიდა. ის როგორც ამბობს, მას იმდროინდელი ხელისუფლება უკვე ემტერებოდა და არ ენდობოდა, რადგან მას უკვე ჰქონდა შეწყვეტილი ხელისუფლების დაფინანსება. ამას პირდაპირ ამბობს. ივანიშვილი ხალხის სიყვარულით არ მოსულა პოლიტიკაში. ეს არის დიდი ტყუილი”- აცხადებს ბაჩიაშვილი.