“კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი ამბობს, რომ საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს. განცხადება ნიკა გვარამიამ პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
მისი განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ქვეყანა გაქრობისკენ მიჰყავს”.
გვარამიას თქმითვე, პრეზიდენტის განცხადება, არ აღიაროს მოპარული არჩევნები, აბსოლუტურად ლეგიტიმური და სწორია.
”მთავრობას ლეგიტიმურობა არ აქვს, ქართველი ხალხის მას არ აღიარებს, საქართველსო პრეზიდენტი მას არ აღიარებს. ხვალინდელი შეკრება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გამჩნდეს, მარტო პრეზიდენტის და პარტიებსიდა მოკიდებულება კი არ არის ეს, არამედ ხალხი გაუკეთებს ამ ყევალფერს ვალიდაციას, თავისი იქ ყოფნით, დასწრებით და სიმრავლით”, – ამბობს გვარამია.