სერიოზულად შეშფოთებული ვართ დარღვევებით საქართველოს არჩევნებში, რომლებიც ეუთო/ოდირმა და სხვა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენეგარდი სოციალურ ქსელში წერს.
„მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე ყველა ძალასთან პარლამენტში, ვინც ნამდვილად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. სამოქალაქო საზოგადოებისა და ფუნდამენტური უფლებების შემზღუდველი კანონები ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაიწვიოს”, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენეგარდი.