ეს არის ”ოცნების” ბოლო გაფართხალება – მამა პეტრე კოლხი

რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციას მამა პეტრე კოლხიც შეუერთდა.

სასულიერო პირის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო. ხოლო სურათს, რასაც საზოგადოება უყურებს მმართველი პარტიის “ბოლო გაფართხალებაა”:

”ეს არის ”ქართული ოცნების” ბოლო გაფართხალება. ”ქართულმა ოცნებამ” და მისმა მესვეურებმა ყველაზე, კარგად იციან ჩვენს ქვეყანაში, რომ არჩევნები წააგეს”,- ამბობს მამა პეტრე კოლხი. 

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია იმართება. ადგილზე რიგითი მოქალაქეების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share