ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი… თუ იქ­ნე­ბა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლავთ – ლავროვი

რუ­სუ­ლი მხა­რე მზა­დაა გა­ნი­ხი­ლოს შე­საძ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“ჩვენ ახლა არ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ შე­წყვი­ტა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ ჩვენ და ქარ­თულ მხა­რეს გვაქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ში ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის სა­ხით“, – აღ­ნიშ­ნა ლავ­როვ­მა.

თუ იქ­ნე­ბა რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი წი­ნა­და­დე­ბე­ბი ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­გან კონ­ტაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, გან­ვი­ხი­ლავთ, კონ­ტაქ­ტებს არას­დროს გავ­ქცე­ვი­ვართ“, – გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share