მარიამ დარჩია:”სულ სათითაოდ მოგატანინებთ უკან იმ ყველა ხმას 26 ოქტომბერს რომ მოგვპარეთ!”

“ვერც არჩევნებს მოგვპარავთ და ვერც მომავალს! არავინ დაგანებებთ ამ ქვეყანას დასაქცევად! ვერც იმედს წაგვართმევთ, ვერც ძალას და ვერც შემართებას! ასე ერთად დგომით სულ სათითაოდ მოგატანინებთ უკან იმ ყველა ხმას 26 ოქტომბერს რომ მოგვპარეთ!”

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსის, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას ქალიშვილი, მარიამ დარჩია.

მარიამი ამჟამად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

მან 2021 წელს  Vilniaus universitetas / Vilnius University დაამთავრა Eastern European and Russian Studies სასწავლო მიმართულებით

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share