ქობულეთის „ოქონის“ ეკლესია

ქობულეთის „ოქონის“ ეკლესია
.
“დაბა ქობულეთის მახლობლად არის ნანგრევი დიდებული ოქონის ეკლესიისა, სამებაში სამების ეკლესიის, კვირიკეში წმინდა კვირიკესა. ამ ეკლესიების ნანგრევებსაც ხალხი კრძალვით და პატივით ეპყრობა.” ასეთი ინფომაციაა გამოქვეყნებული 1914 წლის „სახალხო გაზეთში“. ასეთი დასახლების ეკლესია გურიის ხინოს ეპარქიის ეკლესიების ჩამონათვალში არ არის, ასევე სხვა წყარო იყო ქობულეთში ოქონის ეკლესიის არსებობასთან დაკავშირებით ვერ მოვიპოვე, შესაძლებელია საუბარი იყოს ქობულეთთან ახლოს მდებარე სხვა ეკლესიაზე თუმცა ვფიქრობ, რომ სახალხო გაზეთის ინფორმაცია საყურადღებოა.
.
საქართველოში არაერთი ოქონის ეკლესიაა მათ შორის – გორის ღვთისმშობლის ეკელსია; თერჯოლაში სოფ. ჩხარის მაცხოვრის ეკელსია, საჩხერეში სოფ. გამოღმა არგვეთის ოქონის ღვთისმშობლის ეკლესია; ლანჩხუთის სოფ. აცანის მაცხოვრის ეკელსია; ზნაურის სოფ. ოქონის ეკლესია და სვანეთში ოქონ-დაბიშის ელესია. ყველა მათგანი სავარაუდოდ უკავშირდება „ოქონის ხატს“, რომლის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე იკონიიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი “ოქონის ხატი” გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი.
.
1593 წელს ოფშკვითში (იმერეთი) სლექსანდრე იმერთა მეფესა და ქართლი მეფე სიმონს შორის ბრძოლა ალექსანდრეს გამარჯვებით დასრულებულა და სიმონს მფარველად წაღებული ოქნის ხატი ხელში მოწინააღმდეგეს ჩავარდნია, შემდეგში კი ვახტანგ V დაუბრუნებია – „აქა ოფიშკეთს ომი ყოფილა“ გუჯარი ომის წინ სატარებელის ოქონისა ხატისა ამ ომს მოიხსენიებს: „ოდეს .. სვიმონ მეფე ოფიშუჭს შებმულ იყო, დამარცხებოდა მეფის ალექსანდრეს მიერ. ოქონის ხატი იქ დარჩომია … ვიდრე შაჰნავაზ მეფემდე.“ ოქონის გუჯარი (1708 წ.): “შაჰნავაზს იმერეთ-ოდიში-გურია დაეპყრა და დაემონა.. ოქონის ხატი კვალად ეშოვნა„ (თ. ჟ.).
.
– თედო ჟორდანია – „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ 1897
– სახალხო გაზეთი #1177 – 1914 წელი
– წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან 2020 წელი;
– ფოტო ოქონის ხატი გაძარცვამდე (გაიძარცვა 1991 წელს)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share