ქველმოქმედი ძმები სიხარულიძეები – საინტერესო ადამიანები წარსულიდან

პირველი გილდიის ვაჭარები იორდანე და სპირიდონ სიხარულიძეები გურიაში სოფელ შუბანში (ერკეთის თემი) ღარიბი გლეხის გიორგი სიხარულიძის ოჯახში ოჯახში დაიბადნენ, ბედის ძიებამ ძმები ჭიათურაში ჩაიყვანა სადაც მუშაობა შავი ქვის მაღაროში დაუწყიათ, რამდენიმე წელიწადში კი დიდ წარმატებას მიუღწევიათ და შავი ქვით მოვაჭრეები და პირველი გილდიის ვაჭრებიც გამხდარან – „თავის გამჭრიახობით და დაუღალავ შრომის მეოხებით თანდათან წამოიკეთა ხელი და კარგა-ძალი ქონებაც შეიძინა. მაგრამ განსვენებული ამით არ „გადიდკაცდა“ და არ გაუგბილდა“ (ივერია – ი.ს. ნეკროლოგი)
.
წარმატებულებს არც თავიანთი სოფელი დავიწყებიათ და 1893 წელს შუბანში წმინდა გიორგის ეკლესიის მშენებლობა დაუწყიათ, რომლის ასაშენებლად 1000 თუმნამდე ფულიც გაუღიათ. სიხარულიძეები გურიის ეკლესიებს ხშირად ეხმარებოდნენ, მათ შორის ნაბეღლავის ეკლესიისათვისაც შეუწირავთ შესაკეთებლად საჭირო თანხა.
.
რაც მთვარია იორდანე სიხარულიძე ხელმოკლე სტუდენტების დიდი დამხმარე ყოფილა – „სცხოვრობდა სადად უბრალოდ, სიამოვნებით უწევდა ყოველგვარ დახმარება-შემწეობას ყველას თუ კი ხელი მიუწვდებოდა. უკანაკსნელს ლუკმას არ დაიშურებდა, რომ გაჭირვებულს მიშველებოდა. მაგრამ განსაკუთრებულის თანაგრძნობით ეკიდებოდა მოსწავლე ახალგაზრდობას; რამდენიმე სტიპენდიანტი ჰყავდა საშუალოსა და უმაღლეს სასწავლებლებში.“ (ივერია)
.
იორდანე განსაკუთრებულ პირობებს უყენებდა სტიპენდიანტებს და ყველას ვისაც კი ეხმარებოდა – „პირობას ართმევდა, სწავლის შესრულების შემდეგ შენც სხვას უნდა დაეხმარო, როგორცმე გეხმარებიო“ (ივერია).
.
იორდანე სიხარულიძე 1903 წლის 5 აპრილს ყაჩაღებმა მოკლეს სამტრედიაში, მისი ძმის სპირიდონის და ძმისშვილების თვალწინ. ყაჩაღებს მისი გაძარცვა სდომებიათ, იორდანეს თავდაპირველად წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ოთახში ბავშვები ყოფილან, რომლებსაც ტირილი დაუწყიათ, რასაც და თავდამსხმელებთან დაპირისპირება მოყქოლია – „ერთმა ხანჯლით დაჭრა მუბუქად, მეორემ ჰაერში რევოლვერი გაისროლა. იორდანემ გამწარებულმა ეტაკა ერთ ერთს მათგანს. მარჯვენა ხელი წაავლო ამოღებულ ხანჯალს და მარცხენა სტაცა კისერში; წაიყვანა რამოდენიმეზე წინ და დასცა იატაკზე. დანარჩენი ყაჩაღები კი შემოეხვივნენ. ქვესმყოფს ყაჩაღს გაუჭირდა და უყვირა ამხანაგებს: „დამიჭირა, არ მიშვებს მოჰკალითო“ ამ დროს დასჭრეს იორდანე სასიკვდილოდ მუცელსა და მხარში.“ სიხარულიძეზე თავდამსხმელებში მისი ყოფილი მსახურიც ერია.
.
ივერია 1893 წელი #141
ივერია 1892 წელი #18
ივერია 1903 წელი #79
ცნობის ფურცელი 1903 წელი #2126; #2125
შუბანის წმინდა გიორგის ეკლესია
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and კოტსუოლდსი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share