ბარნაბა გოგუაძე – 1918 წელს თურქებთან ბრძოლაში დაღუპული მეტყვიაფრქვევე

1918 წლის 8 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გამართულ ბრძოლაში საქართველოს ჯარმა თურქეთის არმიას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. თურქებს ჩოლოქის მიმართულებაზე შემოყვანილი ყავდათ გალიპოლის დივიზია, რომელიც ყველაზე ბრძოლის უნარიან ნაწილად ითვლებოდა მათ არმიაში, სწორედ ამ ნაწილებმა უმძიმესი ბრძოლებით შეაჩერეს ბრიტანული ჯარების და ფლოტის ბოსფორში შესვლა 1915 წელს გალიპოლის ნახევარკუნძულზე გამართულ ბრძოლაში, გალიპოლის მარცხი ძალიან მძიმე იყო ბრიტანელებისათვის, რადგანაც პოლიტიკური კრახის გარდა მას ძალიან დიდი მსხვეპლიც მოყვა, რის გამოც უინსტონ ჩერჩილი გადადგა.
.
ჩოლოქის ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ვალოდია გოგუაძის ჯავშნოსანმა, რომლის ეკიპაჟი 60 კაცს შეადგენდა და დაკომპლეტებული იყო ძირითადად გურულებით მათ შორის ვალოდია გოგუაძის ძმებით (ალფეს გოგუაძე, ნოე გოგუაძე და მელენტი გოგუაძე) და ბიძაშვილებით. სამწუხაროდ ჯერჯერობით სწორედ ჩოლოქის ბრძოლა გახლავთ ქართული ჯარის ბოლო დიდი გამარჯვება.
.
1918 წლის 8 აპრილს ჩოლოქის ბრძოლაში დაიღუპა მეტვიამფქვევე ბარნაბა ფოკას-ძე გოგუაძე, რომელსაც ეძღვნება გაზეთ „თეატრსა და ცხოვრებაში“ (1919 წელი #12) გამოქვეყნებული სტატია:
.
“ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის ერთი ზვარაკთაგანი 1918 წლის 8 აპრილს, როცა ჯავშნოსანი #4 სამოცი კაცით შეება ოსმალთა 10 000 კაცს ბარნაბა ტყვიის მფრქვეველით ეომებოდა თავგასულ მტერს და ამ გმირულ ბრძლაში დაიღუპა. მშობლებმა წაასვენეს თავის სოფელ ჭანჭათს (გურიას).”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share