16, 17, 18 დეკემბერს ქ. ქუთაისში K – 1 კიკბოქსინგში 6 წლიდან – 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.
საქართბელოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბოქსისა და კიკბოქსინგის სექციის ( ურეკი) სპორტსმენებმა და შინ 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო და 4 ვერცხლი წამოიღეს.
I ადგილი
ფრიდონ ჩხარტიშვილი 48 კგ 12 წლის
II ადგილი
ჯაბა ლომთაძე 20 კგ 7 წლის
დავით ღონღაძე 24 კგ 7 წლის
ელენე ბიცხრიკიძე 50 კგ 16 წლის
გიორგი მგელაძე 70 კგ 17 წლის
გუნდი ასპარეზობისთვის დავით სარიშვილმა მოამზადა.