“ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13-საათიანი ოპერაციაა” – როგორია გურიაში პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის მდგომარეობა?

“იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­რი­ა­ში ძაღ­ლის მიერ დაკ­ბე­ნილ 2 წლის ბავ­შვს ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

რო­გორც მან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, ოპე­რა­ცია ხან­გრძლი­ვია და მას და­ახ­ლო­ე­ბით 13 სა­ა­თი დას­ჭირ­დე­ბა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი კერ­ძო კლი­ნი­კა “კა­რაპს მედ­ლა­ინ­ში”, იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც თავ­ზე კანს გა­და­უ­ნერ­გა­ვენ.

“ოპე­რა­ცია დიდ­ხანს გაგ­რძელ­დე­ბა, 13 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­აა. ჩვენ რაც გა­ვა­კე­თეთ, იყო პირ­ვე­ლა­დი შე­ფა­სე­ბა, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის მო­ცი­ლე­ბა და გა­სუფ­თა­ვე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის დიდი მო­ცუ­ლო­ბის გამო, ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იყო. პირ­ვე­ლი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა შე­ა­ფა­სა ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა და გა­და­წყდა პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა. ოპე­რა­ცია და­წყე­ბუ­ლია და დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, 15 დე­კემ­ბერს, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, ძაღ­ლი სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ამ­ჩნი­ეს. მა­თი­ვე თქმით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა მთელ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არის და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს მო­უ­წო­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რონ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share