ოზურგეთელმა ტაეკვონდოელებმა საქართველოს პირველობიდან 4 მედალი წამოიღეს

2023 წლის 15-16-17 დეკემბერს, თბილისში, ოლიმპიურ სოფელში, ტანვარჯიშის აკადემიამ ტაეკვონდო – WT ოლიმპიური სახეობაში, ყველა ასაკში საქართველოს პირველობას უმასპინძლა.
აღსანიშნავია რომ, ასეთი ფართომასშტაბიანი ჩემპიონატი ტაეკვონდოში ჯერ არ ჩატარებულა. შეჯიბრში 600 მონაწილე ასპარეზობდა და ყველა წონასა და ასაკში დიდი კონკურენცია იყო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვონდოს სექციის ( ურეკი, ოზურგეთი) სპორტსმენებმა 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
🥈 II ადგილი
ნათია ტუღუში 10 წლის , 33 კგ
ნიკოლოზ ერქომაიშვილი 7 წლის , 27 კგ
საბა გოგუაძე 78 კგ
🥉 III ადგილი
ზურაბ ჩხვიმიანი 13 წლის კადეტი
ზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის ირაკლი ტუღუშმა და გიორგი ბერიძემ მოამზადეს
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share