სტიქია ჩოხატაურში – გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის ცენტრში, დატბორილია გუთურის მიმდებარე ტერიტორია, აგრეთვე ადიდებულმა მდინარემ საფრთხე შეუქმნა ოჯახებს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშენიძე აქვეყნებს:
”სტიქია გვაქვს მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეგვიქმნა მუნიციპალიტეტის ცენტრში, გუთურის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ აკაციები დაიტბორა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურთან ერთად, ვახორციელებთ გაწმენდით სამუშაოებს, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, ასევე გუთურში ადიდებულმა მდინარემ პრობლემები შეუქმნა ოჯახებს და საფეხმავლო ხიდს, მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის დათვლა ჩვენ უმოკლეს ვადებში შევეცდებით პრობლემების აღმოფხვრას.” – წერს შარაშენიძე.