გიგაური: ინტეგრაციის პროცესი გაიყინა! ამ მთავრობას EU-ში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც

ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გაიყინა! ეს მოსალოდნელი იყო. ამ მთავრობას ევროპაში არავინ მიიღებს, უთხრეს კიდეც ამის შესახებ არჩევნების წინ! არც ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდება, სანამ სანდო გამოძიება არ ჩატარდება (საუბარია საერთაშორისო გამოძიებაზე ცხადია). რუსი ოლიგარქების ადგილი რუსეთშია და არა ევროპაში….

ახლა ჩვენ რას ვშვრებით? წარსულში ვიქექებით? ყველამ მაქსიმუმი გააკეთა – ვისაც რა შეეძლო! პირველ რიგში ქართველმა ხალხმა! ბევრი დააშინეს და მოისყიდეს, მათ ვერ გაუძლეს, მაგრამ მათ გაკიცხვასაც აზრი არ აქვს ახლა (ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზი იყო ალბათ). ფაქტი ისაა, რომ კლეპტოკრატები და ოლიგარქები სამართლიან არჩევნებს არ ატარებენ და არჩევნებით არ მიდიან! ამიტომ წინ ვიყუროთ მეგობრებო და ბრძოლისთვის მოვემზადოთ! ეს ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ თუ მოვინდომებთ მოვიგებთ. ყველანაირი მცდელობა ფოკუსის ამ გაყალბებული არჩევნებიდან სხვა საკითხზე გადატანის არის ოცნების ინტერესებში. ამ ქვეყნისთვის იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ის ასე მარტივად რუსეთს ჩავაბაროთ!

წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share