სოფო ჭყონია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ არასდროს დაბრუნდება საბჭოთა კავშირი.
“ბატონებო და ქალბატონებო, არასდროს აღარ დაბრუნდება საბჭოთა კავშირი! ამის უფლებას არ მოგცემთ.
ადამიანებს მონებად და იდიოტებად ვერ აქცევთ და რუსეთის ნაწილი არასდროს გავხდებით, რაც არ უნდა ეცადოთ.
ჯერ კიდევ გაქვთ დრო ზოგიერთებს სწორ მხარეს გადმოხვიდეთ, მერე გვიან იქნება”, – წერს სოფო ჭყონია.