“საქართველოს ჰქონდა ხარვეზიანი არჩევნები, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას” – ჰელსინკის კომისია

“საქართველოს ჰქონდა ხარვეზიანი არჩევნები, რომლის შედეგიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას”, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია X-ზე წერს და Politico-ს სტატიას აზიარებს.

“იმაზე, თუ რატომ უნდა მივიღოთ სერიოზულად “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის დივერსია და მზარდი ავტორიტარული პოლიტიკა”, – ასე აღწერს კომისია სტატიის შინაარსს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გავლენიანი გამოცემა Politico საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ გამოვლენილი ფაქტები უაღრესად დახვეწილ მასიურ მანიპულირებაზე მეტყველებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share