”თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერე ძალიან ცდება.
ძალიან ბევრი კარავი შეგროვდა და კიდევ გროვდება, დიდი კარვები მათ შორის.
შემთხვევითი არ არის, მე რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ – მე მაქვს სხვა საქმე, ჩვენ განაწილებული გვაქვს როლები, როგორც ჩვენი კოალიციის შიგნით, ასევე ოპოზიციაში.
საქმე არის ძალიან ბევრი და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით იმიტომ, რომ კოორდინირებული იყოს ეს ქმედებები და იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი.”