ქართველი ხალხის არჩევანი მოპარულია – ოთარ ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა მოპარული ხმები უკან თავადვე უნდა დაიბრუნოს, რადგან მისივე განმარტებით, “ასეთი სასამართლოს იმედი” ვერავის ვერ ექნება.

რისი იმედი უნდა გქონდეს, ასეთი სასამართლოს იმედი? ასეთი ხელისუფლების იმედი?” – ამბობს ქვეყნის მთავარსარდლის ძმა.

ამასთან, ოთარ ზურაბიშვილი “ტვ პირველის” ეთერიდან საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ და საკუთარი სათქმელის მკაფიოდ გახმოვანებისკენ მოუწოდებს.

”ქართველი ხალხის მათი არჩევნები არის მოპარული, მათ უნდა დაიბრუნონ მათი ხმა და სათქმელი. ამისთვის მოვუწოდებ ხალხს, რომ საჭირო არის, ხალხმა შეასრულოს მოქალაქეობრივი მოვალეობა. როცა არის დარღვეული წესი, უნდა გამოხვიდე ქუჩაში და თქვა, რომ წესი დარღვეულია. ვერ დაუთმობთ სხვას, რისი იმედი უნდა გქონდეს, ასეთი სასამართლოს იმედი?, ასეთი ხელისუფლების იმედი?, სად არის სხვა იმედი.  მთავარია, რომ ხალხი გამოვიდეს და თქვას მათი სათქმელი,”- ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share