ინტერვიუ – ბახვი ჰესის შრომისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელთან, მიხეილ ნატროშვილთან
ბახონო მიხეილ, ზამთარი ახლოვდება და გაგვიზიარეთ, რა სამუშაოებს ატარებს კომპანიის შრომისა და უსაფრთხოების სამსახური ცივი თვეების დროს სამუშაოების სწორად და უსაფრთხოდ საწარმოებლად?
- დიდი მადლობა ინტერესისთვის, არის რიგი მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც უნდა განახორციელოს კომპანიამ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად. პირველ რიგში ხდება მუშა პერსონალის აღჭურვა ზამთრის შესაბამისი სამოსით, სათბილობლებით, წინდებით, ქუდებითა და ხელთმანებით. სამუშაო ობიექტზებზე, სადაც მუშების კონცენტრაცია ყველაზე მეტია, ხდება მოსასვენებელი სასადილო კონტეინერების გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფით, რათა შეციებულმა ადამიანმა შეძლოს სამუშაო დროს შესვლა და ცხელი ჩაის ან ყავის დალევა. ექიმი დამატებით აღიჭურვება, ჰიპოთერმიის ტიპის ინციდენტის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით. ასევე გაციების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მედიკამეტებით. პერიოდულად მოხდება პერსონალის ტემპერატურის კონტროლი, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში დასაქმებულებს მიეცემათ გამოსაჯანმრთელებელი პერიოდი.
რაც შეეხება ბუნებრივი მოვლენების მართვის სტრატეგიას რა ხდება ამ მიმართულებით?
- ობიექტის გზაზე რამდენიმე წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე განთავსდება თოვლის საწმენდი მძიმე ტექნიკა (ბულდოზერი, ექსკავატორი) რომელიც შესაბამისი პერიოდულობით უზრუნველყოფენ გზის გაწმენდას. მინიმუმ 2 ლოკაციაზე მოეწყობა ტექნიკური მარილის სათავსო, ყოველ დილით, თოვლიანი ამინდის ან ყინვის დროს, სამუშაო ობიექტზე გასვლამდე სპეციალური სამუშაო ჯგუფი გაწმენდს გზას, გაშლის ტექნიკურ მარილს, რათა შემდგომ ამომავალ მანქანებს არ ჰქონდეთ შეფერხება.
პროექტი მოიწვევს კომპეტენტურ პირებს რომლებიც იდენტიფიცირებას გაუკეთებენ ზვავსაშის არეალებს, ასევე გასცემენ შესაბამის სამოქმედო რეკომენდაციებს. მოხდება ამ ადგილების სპეციალური ნიშნებით აღჭურვა რათა ყველა თანამშრომელი იყოს ინფორმირებული და არ გაჩერდეს სახიფათო ზონაში.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად დაკომპლექტება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების სპეციალური ჯგუფი რომელიც უზრუნველყოფს წინასწარ გაწერილი რისკის შესამცირებელი ქმედებების განხორციელებას. მანქანები და ობიექტზე მოძრავი ბორბლიანი ტექნიკა აღიჭურვება შესაბამისი საბურავებით. სამუშაო ობიექტები სადაც ფეხითმოსიარულე პირები არიან თავმოყრილი ტერიტორია იქნება მუდმივი თოვლის და ყინულის გაწმენდით რეჟიმში. ამისთვის სავარაუდოდ გამოიყოფა პირები სამუშაო ჯგუფიდან. პროექტზე დასაქმებულებს ჩაუტარდებათ საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი. პროექტზე დასაქმებულებისა და საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება ბახვი ჰესის ნომერ პირველი პრიორიტეტია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ განხორციელებული ქმედება ამ მიმართულებით მაღალი პროფესიონალური სტანდარტის მიხედვით იგეგმება და ხორციელდება.