გავრცელებული ინფორმაციით, გურიის ფაქტიური მეპატრონის, ვანო ჩხარტიშვილის კარზე დასრულდა, მხარეში, ძალთა ახალი გადანაწილება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უახლოეს ხანებში გურიას ახალი გუბერნატორი, დავით დარჩია, ეყოლება.
ოზურგეთის მერი კი. ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორი – გიორგი ურუშაძე იქნება.
ძმები თალაკვაძეები მხარეს დატოვებენ.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა.
რაც შეეხება ჩოხატაურსა და ლანჩხუთს, იქ ძალტა გადანაწილებას – შესაბამისად, ვასილ ჩიგოგიძე და ნინო წილოსანი განახორციელებენ.
თავისთავად, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, “ქართული ოცნება” ხელისუფლებას შეინარჩუნებს და ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. საჭირო არ გახდა.